ძვირფასო მეგობრებო,
შრი კრიშნა ჯანმაშტამის მეორე დღეს, 2020 წლის 13 აგვისტოს, სამშაბათს, აღინიშნება უდიდესი რელიგიური მოღვაწის, გაუდია ვაიშნავიზმის მოწაფეობრივი ხაზის სულიერი მოძღვრის, კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოების დამაარსებელი აჩარიას, მისი ღვთაებრივი მოწყალება აბჰაი ჩარან დე – ბჰაქტივედანტა სვამი პრაბჰუპადას მოვლინების დღე.
რეკომენდირებულია მარხვა შუადღემდე.
ამ დღეს ვედური კულტურის ცენტრში (აშრამი – თბილისი, ავჭალა, ი.კაჭარავას 16, მეტრო სარაჯიშვილიდან რაგბის სტადიონის მიმართულებით – ავტობუსები: 11,70; სამარშუტო ტაქსი: 48) დაგეგმილია:
13:00 საათზე – აბჰიშეკა;
13:45 საათზე – პრაბჰუპადა კათჰა;
14:30 საათზე – პუშპანჯალი, გურუ-პუჯა;
სადღესასწაულო პრასადი.
გთხოვთ მობრძანდეთ!