ვისაც სწამს თაყვანისცემის გარკვეული სახისა, თანდათანობით ცოდნის საფეხურამდე ამაღლდება და მშვიდობისა და აყვავების სრულქმნის საფეხურს მიაღწევს (ბჰაგავად-გიტა როგორც ასეთი 17.1).

განურჩევლად ყველა არსებას გარკვეული სახის რწმენა აქვს, მაგრამ თითოეულის მიერ შეძენილი ბუნების თანახმად, რწმენა სათნოებას, ვნებას ან უგუნურებას მიეკუთვნება. საგულისხმოა ისიც, რომ სიტყვა შრადდჰა ანუ რწმენა დასაბამს სათნოების მოდუსიდან იღებს (ბჰაგავად-გიტა როგორც ასეთი 17.3).

ზოგადად ჩვენი ცხოვრება რწმენას ეფუძნება, თუნდაც ის რომ დედამიწა მრგვალია ან ვინ არიან ჩვენი მშობლები. საბოლოო ჯამში ჩვენი მსოფლმხედველობის საყრდენი რწმენაა და სწორედ მას მივყავართ გაცნობიერებულ ცოდნამდე.

ლექცია: დავით თუთბერიძე (დევარატა დას)

კვირის პროგრამა 06.09.2020