„სულისთვის არ არსებობს დაბადება ან სიკვდილი. იგი არც გაჩენილა, არც ჩნდება და არ გაჩნდება. იგი არშობილი, მარადიული, მუდამ არსებული და თავდაპირველია. იგი არ კვდება სხეულის მოკვლასთან ერთად.“

ღმერთისთვის არ არსებობს დაბადება ან სიკვიდილი. ასევე ჩვენ, სულებს არც დაბადება გვეხება და არც სიკვდილი, მაგრამ იმის გამო, რომ ვფიქრობთ: „მე ეს სხეული ვარ“, გვგონია, თითქოს ვიბადებით და ვკვდებით. ასეთ აზროვნებას ეწოდება მაია, ანუ ილუზია და როგორც კი ამ ილუზიას, ანუ სულის სხეულთან გაიგივებას დავაღწევთ თავს, ბრაჰმა-ბჰუტად წოდებულ საფეხურამდე ავალთ. როდესაც ადამიანი ხვდება: აჰამ ბრაჰმასმი – „მე არ ვარ ეს სხეული; მე ვარ სული, უზენაესი ბრაჰმანის განუყოფელი ნაწილაკი“, იგი აღწევს იმას, რასაც ბრაჰმანის რეალიზაცია ჰქვია. ბრაჰმანის რეალიზაციის მიღწევისთანავე პიროვნება ბედნიერი ხდება.

📖 მეცნიერება თვითრეალიზაციის შესახებ – ა.ჩ. ბჰაქტივედანტა სვამი პრაბჰუპადა