🔹 მაიკ რობინსონი: როგორ გავლენას ახდენს კრშნას ცნობიერების ფილოსოფია ადაიანთა ცხოვრების წესზე?
🔸 შრილა პრაბჰუპადა: მას შეუძლია ტანჯვა შეუმსუბუქოს ადამიანს. ხალხი იტანჯება იმის გამო, რომ საკუთარ თავს შეცდომით სხეულთან აიგივებს. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენი პალტო ან პერანგი ხართ, საგულდაგულოდ რეცხავთ მას და ჭამას ივიწყებთ, განა იქნებით ბედნიერი?
🔹 მაიკ რობინსონი: არა.
🔸 შრილა პრაბჰუპადა: ზუსტად ასევე, ყველა უბრალოდ რეცხავს თავის სხეულს – „პალტოსა“ და „პერანგს“, მაგრამ ივიწყებს სხეულში მყოფ სულს. მათ არ გაეგებათ, თუ რა იმყოფება ამ სხეულის, „პალტოსა“ და „პერანგის“ შიგნით. ჰკითხეთ ნებისმიერს, რას წამოადგენს იგი და ის გიპასუხებთ: „მე ინგლისელი ვარ“, ან „მე ინდოელი ვარ“. მაგრამ თუ ეტყვით: „ვხედავ, რომ ინგლისელის ან ინდოელის სხეული გაქვს, მაგრამ რას წარმოადგენ თავად შენ?“ – ამაზე იგი ვეღარაფერს გიპასუხებთ.
🔹 მაიკ რობინსონი: გასაგებია.
🔸 შრილა პრაბჰუპადა: მთელი თანამედროვე ცივილიზაცია ამ შეცდომაზეა დაფუძნებული, რომ სხეული წარმოადგენს „მე“-ს (დეჰატმა-ბუდდჰი). ეს ძაღლებისა და კატების ცნობიერებაა. ვთქვათ, მე ვცდილობ ინგლისში შემოსვლას, თქვენ მაჩერებთ საზღვართან და მეუბნებით: „მე ინგლისელი ვარ, შენ კი ინდოელი. რატომ მოდიხარ?“ – მაშ რა განსხვავებაა თქვენს ცნობიერებაში? ძაღლი ფიქრობს, რომ იგი ძაღლია, მე კი – ვიღაც უცნობი. თქვენც ფიქრობთ, რომ თქვენ ინგლისელი ხართ, მე კი – ინდოელი. აქ ცნობიერება არაფრით განსხვავდება. ასე რომ, თუ ხალხი ძაღლის ცნობიერების წყვდიადში გყავთ და თან აცხადებთ, რომ თქვენი ცივილიზაცია წინ მიიწევს, უდიდეს შეცდომას უშვებთ.
📖 მეცნიერება თვითრეალიზაციის შესახებ – ა.ჩ. ბჰაქტივედანტა სვამი პრაბჰუპადა