“მეთოთხმეტე ინკარნაციით უზენაესი ღმერთი მოგვევლინა როგორც ნარასიმჰა (ლომკაცი) და ისე გახლიჩა უღმერთო ჰირანიაკაშიპუს სხეული როგორც დურგალმა  ბამბუკის ღერო”.

(შრიმად ბჰაგავატამი 1.3.18)

შრი ნარასიმჰა კავაჩა

  1. ესე არს ლოცვა უფალი ნარასიმჰას მიმართ,
    უწინ რომ იყო წარმოთქმული მაჰარაჯა პრაჰლადას მიერ.
    ლოცვაი ესე წმინდაა ფრიად, მომნიჭებელი მფარველობისა
    და მძლეველი დაბრკოლებისა ყოვლისა.
  2. ამ ლოცვის კითხვით ებოძება ყოველს
    ხსნა, სიმდიდრე და მიღწევა ზეციური პლანეტებისა.
    ლოცვის წართქმისას გულისყური უნდა მიმართო
    ოქროს ტახტზე მჯდომ ნარასიმჰაზე:
  3. სამი თვალი აქვს უზარმაზარ ხახადაღებულს,
    სხეული მისი ბრწყინავს როგორც შემოდგომის ნათელი მთვარე,
    განუყრელი თანამგზავრი – ლაკშმიდევი მხარმარცხნივ უზის,
    ყოველთა ძალთა თავშესაფარია ხატება მისი
  4. ოთხი ხელი აქვს, ტანი მისი ძალზედ ნაზია,
    ოქროს საყურენი ასხია მის ბიბილოებს,
    თვალი პატიოსანი უმშვენებს ოქროცურვილი აბჯრით შემოსილ მკერდს,
    ხოლო მაჯებს კი ძვირფასი ქვებით მოჭედილი სამაჯურები.
  5. გამდნარი ოქროს ფერია ტანისამოსი მისი,
    გარს ახვევიან ღმერთები უფალი ინდრას მეთაურობით,
    ნათელით ბრწყინავს გირლიანდებით, ყელსაბამებით,
    მოელვარე ძვირფასი ქვებით დამშვენებული.
  6. დიდებულად შემკულ ტერფებზე აღბეჭდილი აქვს
    ლოტოსის, დისკის, კვერთხის და ნიჟარის ნიშნები.
    გარუდა და სხვა ერთგულები
    ლოცვებს აღავლენენ მის მიმართ.
  7. ღვთაებრივი ხატება ესე მოაქციე საკუთარ გულში
    და ასე ილოცე უფალი ნარასიმჰას მიმართ:
    ჰოი უფალო ნარასიმჰა-სამყაროს მცველო,
    გთხოვ დაიცავი თავი ჩემი!
  8. ჰოი უფალო ნარასიმჰა-ყველგან მყოფო და სვეტში დაფარულო,
    შენი დიდებით დაიფარე შუბლი ჩემი!
    ჰოი უფალო ნარასიმჰა–შენი თვალები მთვარის, მზისა და ცეცხლის დარია,
    შენ დაიფარე თვალები ჩემი!
  9. ჰოი უფალო ნარასიმჰა-შენ გადიდებენ სწავლული ბრძენნი,
    გევედრები გაასხივოსნე მეხსიერება და გონება ჩემი!
    ლომის სახე ძვირფასია ლაკშმიდევისთვის,
    გთხოვ დაიფარე სახე ჩემი!
  10. ჰოი ნარასიმჰა-უფალო ყოველი ცოდნისა
    შენ დაიცავი ენა ჩემი და ბაგენი ჩემი!
    უფალო მთვარისსახიანო, შენ გეთაყვანება პრაჰლად მაჰარაჯა,
    გთხოვ დაიფარე სახე ჩემი!
  11. ჰოი უფალო ნარასიმჰა-სამყაროს საყრდენო,
    შენ დაიცავი მხარნი ჩემი და ქედი ჩემი!
    მოელვარე იარაღის ხელთამპყრობელო,
    გთხოვ დაიცავი ხელები ჩემი!
  12. ჰოი უფალო ნარასიმჰა-ღვთაებათა შორის უზენაესო,
    გთხოვ დაიცავი ხელისგულნი ჩემი!
    ყოველ იოგის გულში მყოფო უფალო ჰარი,
    შენ დაიცავი გული ჩემი!
  13. ჰოი უფალო ნარასიმჰა-ღვთაებათა შორის უზენაესო,
    გთხოვ დაიცავი შუაწელი ჩემი იმავ ბრჭყალებით,
    რომლითაც მკერდი გაუგლიჯე დემონთა მეფეს.
    შენი ჭიპიდან გამოვიდა უფალი ბრაჰმა, გთხოვ დაიცავი ჭიპი ჩემი!
  14. ჰოი უფალო ნარასიმჰა-რომელმან ითავე სამყაროთა დაცვა,
    გთხოვ დაიცავი წელი ჩემი!
    შენა ხარ არსი დაფარული ყოველი მანტრის,
    გთხოვ დაცავი დაფარული ნაწილნი ჩემი!
  15. ჰოი უფალო ნარასიმჰა-ადამიანის ტანის მქონევ,
    გთხოვ დაიცავი თეძონი ჩემი!
    სამყაროს მხსნელო ტანჯვის ტვირთისგან,
    შენ დაიცავი მუხლები ჩემი!
  16. ჰოი უფალო ნარასიმჰა- სათავე ღმერთების ძლიერებისა,
    გთხოვ დაიცავი ტერფები ჩემი!
    მფარველო სულთა მრავალთა,
    შენ დაიფარე სრულიად სხეული ჩემი!
  17. ჰოი უფალო ნარასიმჰა-დამიცავი აღმოსავლეთიდან,
    როგორც აგნის იცავს უფალი ვიშნუ.
    დამიცავი სამხრეთიდან,
    ცეცხლის ალივით მოელვარე სახით.
  18. ჰოი უფალო ნარასიმჰა –
    ყველგანმყოფო და ყოვლისმომცველო,
    დამიცავი დასავლეთიდან.
    ჰოი უფალო! სამკაულთა შემამკობელო.
  19. ჰოი ნარასიმჰა-
    უფალო სასიკეთოსა ყოვლისა,
    დამიცავი ჩრდილოეთიდან!
    ჰოი უფალო! დამიფარე სამსარის წრისგან!
  20. ეს ლოცვა პრაჰლად მაჰარაჯას
    ბაგეთაგან მოედინება,
    ვინც მას წარმოსთქვამს
    განიწმინდება ყველა ცოდვისგან.
  21. იქნება დღეგრძელი,
    შეიძენს მეგობრებს და ვაჟიშვილებს.
    სუფთა გულით ლოცვის წამკითხავს,
    უეჭველად აუხდება ყველა სურვილი.
  22. ვინაც კითხულობს ამ ლოცვას
    იქმნება უძლეველი,
    ამა და სხვა სამყაროს ვარსკვლავები
    დაკარგავენ მასე გავლენას.
  23. ვინც სრულყოფილად კითხულობს ამ ლოცვას,
    დაცულია გველთა და მორიელთა შხამისგან.
    ლოცვის კითხვა განაგდებს
    ბრაჰმა-რაკშასებს და სხვა დემონებს.
  24. თუ ლოცვას ჩავწერთ და
    ვატარებთ მკლავზე ან მაჯაზე,
    კეთილად დასრულდება
    ყოველი საქმიანობა ჩვენი.
  25. ვინც ამ ლოცვას სამჯერ წარმოსთქვამს დღეში,
    დილით, შუადღეს, შებინდებისას ან თუნდაც ერთჯერ
    გაიმარჯვებს, როგორც მიწიერ
    ისე ზეციურ მეტოქეებზე.
  26. ვინც ამ ლოცვას ოცდათორმეტათასჯერ
    სუფთა გულით გაიმეორებს
    ყოველივე სასიკეთოდ შემობრუნდება
    და შეიძენს სრულყოფილებას, ხსნას, ნეტარებას.
  27. ეს ლოცვა დაფარული აზრია ყველა ლოცვისა და ლოცვათა მეფე.
  28. თუ კი ტილაკის დადებისას
    სამჯერ წარმოთქვამთ ამ ლოცვას,
    დაგეხსნებათ ყველა პლანეტის
    ავი გავლენა.
  29. თუ კი პრასადის მიღებისას
    იტყვი ამ ლოცვას,
    განიკურნები კუჭნაწლავის
    ყველა სენისგან.
  30. უდიდესი მოკრძალებით ქედს ვიხრი უფალი ნარასიმჰას წინაშე, რომლის ლომისებრი ღრიალი სხვებს აიძულებს რომ იღრიალონ.
    თავისი ბჭყალებით ნაფლეთებად გლეჯს დემონთა სხეულებს და შიშის ზარსა სცემს მათ შთამომავალთ. მოდის ნარასიმჰა რათა შიში დასთესოს დემონთა შორის, ვითარცა მიწასა ზედა ასევე ცათა შინა. მისი მრისხანება ატირებს დემონებს და ათავისუფლებს სამყაროს მათი ავი ზრახვებისაგან. მთელს სამყაროში დგას მისი ღვთაებრივი სხეულის ნათელი.

    ეს ნარასიმჰა-კავაჩა მომდინარეობს პრაჰლად მაჰარაჯას ბაგეთაგან და ჩაწერილია ბრაჰმანდა პურანაში.